Cyber-Shot™

კომპანია Sony-ს სავაჭრო ნიშანი. Cyber-shot - ეს არის ციფრული ტექნოლოგია (ლინზები, პროგრამული უზრუნველყოფა, სერვისები). Cyber-Shot პროდუქცია: ციფრული ფოტოკამერები (Sony), მობილური ტელეფონები, მაღალი ხარისხის კამერით (Sony Ericsson)

 

 

 

 

Walkman®

კომპანია Sony-ს სავაჭრო ნიშანი. Walkman - ეს არის მულტიმედიური ფლეიერები, უამრავი მუსიკალური და ვიდეო ფორმატის მხარდაჭერით. ასევე უზარმაზარი მეხსიერებით და პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფით. Walkman პროდუქცია: მულტიმედიური ფლეირები (Sony), მობილური ტელეფონები, მაღალი ხარისხის მუსიკალური მონაცემებით (Sony Ericsson)

 

 

 

 

Smile Shutter™

კომპანია Sony-ს სავაჭრო ნიშანი. Smile Shutter - ეს არის ღიმილის დეტექტორი. დეტექტორი ავტომატურად აფიქსირებს თქვენს ღიმილს და 1 წამის სიზუსტით იღებს სურათს. იმასათვის რომ სისტემამ გადაიღოს სურათი, საკმარისია მხოლოდ გაითიმოთ. პროდუქცია ამ სისტემით: ციფრული ფოტოკამერები (Sony), მაღალი ხარისხის კამერიანი ტელეფონები, ძირითადად Cyber-Shot™ სერიიდან. (Sony Ericsson)

 

 

 

Style-Up™

კომპანია SonyEricsson-ის სავაჭრო ნიშანი. Style-Up - ეს არის მობილური ტელეფონების პანელები.  Style-Up-ის მეშვეობით თქვენ უპრობლემოდ შეძლებთ თქვენი მობილურის დიზაინის განახლებას.

 

 

 

3G

3G ქსელი- მესამე თაობის ქსელი. ბენდი UMTS და HSDPA (წინაპარი: GSM)  UMTS და HSDPA - ეს არის უმაღლესი ხარისხის ხმოვანი კავშირი, სწრაფი მონაცემთა გადაცემა ინტერნეტის მეშვეობით, ცოცხალ რეჟიმში პირდაპირი ვიდეო ტრანსლაცია და სხვა…

 

 

Bluetooth

მონაცემთ გადაცემის თანამედროვე სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რადიო სიგნალების გაცვლაზე. გააჩნია მონაცემთა გადაცემის გაცილებით მეტი სიჩქარე IrDA(ინფრაწითელი პორტი)_სთან შედარებით. მოქმედების მაქსიმალური რადიუსია 10-15 მეტრი. ამ ტექნოლოგიით ხდება მონაცემთა გაცვლა ტელეფონებს შორის, ან ტელეფონსა და კომპიუტერს შორის.

 

 

Browser

ტელეფონში არსებული სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდება wap და web ინტერნეტ გვერდების დათვარიელება.

 

 

EDGE

Enchanced Data rates for GSM Evolution. ესაა ციფრული ტექნოლოგია მობილური კავშირისთვის, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ GPRS ტექნოლოგიისგან განსხვავებით მონაცემების გადაცემის სიჩქარე გაზრდილი იყოს 384 კბ/წმ_მდე.

 

 

Email

ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა, რომ ტელეფონი გამოიყენოთ როგორც სრულფასოვანი საფოსტო კლიენტი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მიიღოთ და გააგზავნოთ სხვადასხვა სახის ელექტრონული წერილები მიმაგრებული ფაილებითურთ.

 

 

GPRS

General Packet Radio Service (საერთო მოხმარების პაკეტური რადიოკავშირი), ესაა ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს მობილური ტელეფონის კავშირს ინტერნეტთან, მონაცემთა გადაცემას და მიღებას. არსებობს GPRS ტექნოლოგიის რამდენიმე კლასი, რომლებიც გამოირჩევიან მონაცემთა გადაცემის სხვადასხვა სიჩქარით. ყველაზე მეტად გავრცელებულია GPRS - class 10 (32 - 48 კბ/წმ) და GPRS - class 32 (64.2 - 107 კბ/წმ).

 

 

GPS

Global Positioning System (პოზიციონირების გლობალური სისტემა), ესაა ტელეფონში ჩაშენებული სანავიგაციო მოწყობილობა, რომელიც საშუალებას იძლევა რომ დადგინდეს ტელეფონის მფლობელის ზუსტი ადგილსამყოფელი (კოორდინატები), მისი სიმაღლე ზღვის დონიდან, დაეხმაროს გზების გაკვლევაში და ..

 

 

GSM

გლობალური ციფრული სტანდარტი მობილური კავშირგაბმულობისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას ორ მობილურ მოწყობილობას შორის. არსებობს GSM სტანდარტის სხვადასხვა სიხშირეები 850 / 1900 მეგაჰერცი (MHz) - ამერიკის ბაზრისთვის და 900 / 1800 მეგაჰერცი (MHz) - ევროპის ბაზრისთვის.

 

 

HSCSD

High Speed Circuit Switched Data. ესაა GSM ტექნოლოგიის გაუმჯობესება და იგი იძლევა საშუალებას, რომ მონაცემთა გადაცემის სიჩქარე გაიზარდოს 9,6 კბ/წმ_დან 57.6 კბ/წმ_მდე.

 

 

HSDPA

High Speed Downlink Packet Access (მონაცემთა გადაცემის მაღალსიჩქარიანი ტექნოლოგია), ესაა მესამე თაობის სტანდარტი, რომელიც საშუალებას იძლევა რომ მონაცემთა გადაცემის სიჩქარე გაზრდილ იქნეს 3.6 მეგაბიტი/წამიდან 7.2 მეგაბიტ/წამამდე.

 

 

IrDA

ინფრაწითელი პორტი. ესაა უკაბელო კავშირის ერთერთი საშუალება, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის გასაცვლელად სხვადასხვა მოწყობილობებს შორის. ამ სისტემის დიდ მინუსად ითვლება მონაცემთა გადაცემის დაბალი სიჩქარე და მოწყობილობების მხოლოდ პირდაპირი კავშირი ერთმანეთის მხედველობის ზონაში.

 

 

Java

ესაა პროგრამირების ერთერთი ენა და იგი საშუალებას იძლევა მობილურ ტელეფონში გაშვებული იქნას სპეციალურად ამ ენაზე დაწერილი პროგრამები და თამაშები.

 

 

Li-Ion

ლითიუმის იონი. ესაა ბატარეის ერთერთი სახეობა, რომელიც გამოირჩევა ნაკლები წონით და მუშაობის ხანგრძლივობით.

 

 

Li-Po

ლითიუმის პოლიმერი. ესეც ბატარეის ერთერთი სახეობაა, მახასიათებლებით თითქმის იგივეა რაც Li-Ion ტიპის ბატარეა. შედარებით ოდნავ მსუბუქია და სხვა ტიპის ბატარიებისგან განსხვავებით შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ფორმის.

 

 

Linux

ოპერაციუი სისტემის ერთერთი სახეა, ჯერჯერობით იგი არც თუ ისე გავრცელებულია.

 

 

OLED

ასეთი ტიპის ეკრანები არის უფრო მსუბუქი, თხელი, ნათელი, მკვეთრი, საწარმოებლად იაფი და მოიხმარენ ნაკლებ ელექტროენერგიას, ვიდრე LCD ტიპის ეკრანები (მაგ: TFT ან STN)

 

 

Push to Talk

ტექნოლოგია, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ტელეფონი გამოყენებულ იქნეს როგორც რაცია.

 

 

STN

Super Twisted Nematic. LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. TFT ტექნოლოგიასთან შედარებით უფრო იაფია და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, მაგრამ აგრეთვე ნაკლებია გამოსახულების ხარისხი.

 

 

Symbian

ესაა ოპერაციული სისტემის ერთერთი სახეობა სმარტფონებისა და კომუნიკატორებისათვის, რომელიც დაარსდა 1998 წელს Psion, Nokia, Ericsson და Motorola_ მიერ. არსებობს სიმბიან ოპერაციული სისტემის რამდენიმე მოდიფიკაცია: UIQ და Series 60. UIQ მოდიფიკაციის ოპერაციული სისტემა გამოიყენება ძირითადად სონიერიქსონისა (სენსორულ ეკრანიანებში) და მოტოროლას რამდენიმე ტელეფონში, ხოლო Series 60 მოდიფიკაცია გამოიყენება ნოკიებში.

 

 

TFD

Thin Film Diode. ამ ტიპის ეკრანებს გააჩნიათ TFT ტექნოლოგიის შესაბამისი გამოსახულების ხარისხი და STN ტიპის ეკრანების მსგავსად მოიხმარს ცოტა ენერგიას.

 

 

TFT

Thin Film Transistor. LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. STN ტიპის ეკრანებთან შედარებით გამოსახულება უკეთესია, მაგრამ მოიხმარს მეტ ენერგიას და უფრო ძვირი საწარმოებელია.

 

 

TV out

ესაა ტექნოლოგია რომელიც გამოსახავს ტელეფონში არსებული ვიდეო და ფოტო ფაილებს ტელევიზორის ეკრანზე სპეციალური კაბელის საშუალებით, ასევე იძლევა საშუალებას, რომ ითამაშოთ ტელეფონში არსებული თამაშები დიდ ეკრანზე.

 

 

UMTS

Universal Mobile Telecommunications System (მობილური ტელეკომუნიკაციების უნივერსალური სისტემა), ესაა მესამე თაობის ერთერთი სტანდარტი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მონაცემთა გადაცემის სიჩქარემ მიაღწიოს 384 კილობიტ/წამს.

 

 

USB

პორტი, რომელიც გამოიყენება ტელეფონის დასაკავშირებლად კომპიუტერთან სპეციალური კაბელის მეშვეობით. მისი მეშვეობით ხდება ტელეფონსა და კომპიუტერს შორის ფაილების გაცვლა. არსებობს სხვადასხვა სახის პორტები: microUSB, miniUSB და სხვები.

 

 

Windows Mobile

ესაა ოპერაციული სისტემის სახეობა რომელიც გამოირჩევა მეტი შესაძლებლობებით ვიდრე სიმბიანი ან სხვა რომელიმე ოპერაციული სისტემა. არსებობს ამ ოპერაციული სისტემის სხვადასხვა ვერსიები: Pocket PC 2002, Pocket PC 2003 (23 ივნისი 2003 .), Pocket PC 2003 Second Edition (24 მარტი 2004 .), Windows Mobile 5.0 (9 მაისი 2005 .), Windows Mobile 6 (2007 .), Windows Mobile 6.1 (1 აპრილი 2008 .).

 

 

WLAN

იგივე Wi-Fi. ესაა .. უკაბელო ინტერნეტი. არსებობს ამ ტექნოლოგიის რამდენიმე სპეციფიკაცია: Wi-Fi 802,11b (სიჩქარე - 11მბ/წმ), Wi-Fi 802,11a (სიჩქარე - 54მბ/წმ), 802.11g (სიჩქარე - 54მბ/წმ) და 802.11n (სიჩქარე - 100მბ/წმ).

 

 

ოპერაციული სისტემა

ესაა სატელეფონო პროგრამების საბაზო კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს აპარატის მართვას, ფაილებთან მუშაობას, სპეციალურად კონკრეტული ოპერაციული სისტემისათვის დაწერილი პროგრამების გაშვებას. ტელეფონის ჩართვისას, ოპერაციული სისტემა იტვირთება ტელეფონის მეხსიერებაში სხვა პროგრამებზე ადრე. ოპერაციული სისტემის მქონე ტელეფონები გამოირჩევიან სხვა ტელეფონებისგან გაცილებით დიდი ფუნქციონალურობით. არსებობს ოპერაციული სისტემების რამდენიმე სახე: Symbian, Windows Mobile, MAC, Palm, Linux და სხვები.